08:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 12:40:03, 361 ნახვა

პოლიტიკა
ჰერმანი: არ შემიძლია დაგისახელოთ ზუსტი თარიღი, თუ როდის შეიძლება დასრულდეს ვიზალიბერალიზაციის საბოლოო ეტაპი

"მე არ შემიძლია დაგისახელოთ ზუსტი თარიღი, თუ როდის შეიძლება დასრულდეს ვიზალიბერალიზაციის საბოლოო ეტაპი, თუმცა, პროცესის ახალი ფაზა დაწყებულია",-ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კომისარ მალმსტრომის, ჯოზეფ დოლისა და  ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ვიზალიბერალიზაციის პროცესში  თავისი ადგილი აქვს:

"თქვენ იცით, რომ ევროკომისიამ  დეკემბრის თვეში გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველომ სამოქმედო გეგმის ფარგლებში ყველა პუნქტი შეასრულა, ახლა კი, ყველაფერი ევროპის საბჭოსა და ევროპის პარლამენტზეა დამოკიდებული. ასე რომ, მე ვერანაირ კონკრეტულ თარიღს ამ ეტაპზე ვერ დაგისახელებთ.

ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ყველა ამ განცხადებას ვიზალიბერალიზაციის პროცესში აქვს თავისი ადგილი, მათ შორის კომისარ მალმსტრომის, ჯოზეფ დოლისა და  ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ სვობოდას მიერ გაკეთებული განცხადებებს",-აღნიშნა იანოშჰერმანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics