ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის ფაქტს გამოეხმაურა
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.