14:11 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 10:28:18, 476 ნახვა

პოლიტიკა
თბილისს ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ესტუმრნენ

საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დანიელ მიტოვი და  ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, გაბრიელა ბატაინი-დრაგონი ესტუმრნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, დაგეგმილია ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე გაიმართება „ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის 2016-2019წწ." პრეზენტაცია.

საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა დამტკიცდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მეირ 2016 წლის მარტში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად. მისი მიზანია გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლის ეროვნულ დონეზე გატარების მიზნით, ასევე ხელი შეუწყოს ქვეყანას ინსტიტუტებისა და მათი საქმიანობის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები პატივს მიაგებენ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობენ  გმირთა მემორიალს.   ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics