15:41 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 22:51:34, 670 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე: ასეთი ნაციონალური მოძრაობით ივანიშვილის დამარცხების პერსპექტივას ვერ ვხედავდი

"ასეთი ნაციონალური მოძრაობით ივანიშვილის დამარცხების პერსპექტივას ვერ ვხედავდი" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა გიორგი ვაშაძემ გადაცემა "2030-ში" განაცხადა.

მისი განცხადებით, ის ახალ ძალებში ხედავს ივანიშვილის დამარცხების რეალურ შანსს.

“ამ ახალი ენერგეტიკით და გაერთიანებული ძალებით, ოპოზიციური ფლანგის მიერ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების რეალურ შანსს ვხედავ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში”  გადაწყვეტილებებს  ძირითადად, გიგა ბოკერია იღებს.

მან აქვე განაცხადა, რომ თანამშრომლობა ყველა პროდასავლურ ძალასთან სურს, მაგრამ ბლოკებზე და გაერთიანებებზე მსჯელობას ნაადრევად მიიჩნევს. მისივე განცხადებით, პარლამენტში არც ერთი კოლეგა ქვეყნის მტრად არ მიაჩნია, არავის უპირისპირდება და მტრად არავის აცხადებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics