შტაინმაიერი: საქართველოს ვიზლიბერალიზაციის ლოგიკურ დასასრულს სექტემბრის მეორე ნახევარში უნდა ველოდეთ
გერმანიაც და ევროკავშირიც მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასასრული სწრაფად დადგეს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.