|
2016-09-10 13:24:12, 689 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილი: მე გავხდები შუამავალი ხელისუფლებასა და ხალხს შორის რათა მოხდეს მათი ერთმანეთთან დაახლოება
„მე გავხდები შუამავალი ხელისუფლებასა და ხალხს შორის რათა მოხდეს მათი ერთმანეთთან დაახლოება და ყველა იმ საკითხის დროული მოგვარება, რომელიც ამ ადამიანებს აწუხებთ. მე გავხდები თითოელი მათგანის ლობისტი და ერთად გადავჭრით ყველა პრობლემას, რომელიც სოფელს აქვს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს’’ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სოფელ ბზვანის ე.წ. ბაძგის უბანში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მან ადგლობრივებთან იმ ფორმულაზე იასუბრა, რომლითაც იგი დეპუტატობის შემთხვევაში ხალხთან მუშაობას გეგმავს. „მიუხედავ იმისა, რომ სოფლის მოსახლეობის 80 % გაზიფიცირებულია, დარჩენილია ჩიხები სადაც ადგლიობრივებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ, რაც დროულად უნდა მოგვარდეს და მოხდეს თითოეული ოჯახის გაზიფიცირება. სოფლების უმეტეს ნაწილს ასევე მოგვარებული აქვთ გზის პრობლემაც, მაგრამ რჩება მონაკვეთები სადაც გავლა თითქმის შეუძლებელია და ხელისუფლებიდან სწრაფ რეაგირებას საჭიროებს“, - განაცხადა “ქართული ოცნების კანდიდატმა, ვანის სოფელ ბზვანის ე.წ. ბაძგის უბანში გამართულ შეხვედრაზე.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)