საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სანამ სრული სურათი“ არ იქნება, დასკვნების გამოტანა ნაადრევია.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის განცხადება კარგად გმაოსაკვლევია.
"მე არ მიმაჩნია, რომ ეს იყო გაფრთხილება და როდესაც ხარ საქართველოში და მისი ყველაზე უფრო დიდი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სხელმწიფო მდივანი და სამ თვეში არჩევნებია ამაზე რომ არ ილაპარაკო შემაშფოთებელი ამბავი იქნება", - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც არჩევნებსა და მედიაპლურალიზმის შესახებ ჯონ კერის განცხადებას ეხებოდა.
"არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსები არიან", - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც მმართველ გუნდში პრორუსი ძალები არიან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, დღეს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მიზნით გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოს შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია მოლდოვის რესპუბლიკის შს მინისტრს ალექსანდრე ჟიზდანს შეხვდა.
"8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის",-ამის შესახებ თბილისში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ და პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სასამართლო რეფორმის მიმდინარეობა და იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებული ხარვეზები განიხილეს.
მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე საქართველოში სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს, - ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More