|
2016-09-14 15:49:38, 860 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ამ ჩანაწერის დადებას რა ჰქვია? სუსი, ნუ გაისუსები
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის აუდიოჩანაწერს ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური ამ ჩანაწერზე არ უნდა „გაისუსოს“. „ამ ჩანაწერის დადებას რა ქვია? #სუსი ნუ გაისუსებით ეხლა. თქვენ არ გემახსოვრებათ, მაშინ ნაწილი თავად იქ იყავით, ნაწილს გეძინათ, და სხვაგვარად კი არ დაწყებულა გამარაზმატიკება :( ხოდა ეხლა არ დამიწყოთ უი პაატა ვისი ყოფილაო :))) ეს ხომ ისედაც ვიცით!“, - აცხადებს ხიდაშელი. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა. ჩანაწერში ისინი პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, თუმცა „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი ჰქონდა.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)