22:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 15:24:46, 1136 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი: ჩვენ შიდა საუბრები გარეთ არ გამოგვქონდა, სანამ ეს ივანიშივლმა არ დაიწყო, თანაც ტყუილების ჩართვით

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, „რესპუბლიკელები“ მზად არიან ივანიშვილი ყველა ტყუილში ამხილონ.

„ჩვენ ეს საუბრები გარეთ არ გამოგვქონდა, სანამ ივანიშვილმა თავად არ დაიწყო შიდა საუბრების გასაჯაროება, თანაც ტყუილების ჩართვით. მოვუწოდებ ივანიშვილს, რომ თუ რაიმეს გახსენებას აპირებს, ჯობს, სიმართლე გაიხსენოს. ყოფილმა პრემიერმა ერთი კუბლაშვილის მეშვეობით მურუსიძე დაიახლოვა, ხოლო მეორე ძმის საშუალებით „გირჩის“ პროექტი განახორციელა და ეს პოლიტიკური ძალა ბურჭულაძესთან მიიყვანა, რაც გიორგი რუხაძემაც დაადასტურა. ჩვენ მზად ვართ ივანიშვილი ყოველ ტყუილში ვამხილოთ. მე ამითი ბედნიერი არ ვარ. მოვუწოდებ ივანიშვილს საკუთარი ინტერპრეტაცია და შეგნებული ტყუილებით შარშანდელი და იმისწინანდელი ამბების გახსენება შეწყვიტოს. ივანიშვილი პოლიტიკურ ნაბიჯებს „რესპუბლიკელებთან“ ათანხმებდა. შეთანხმებები ხდებოდა ხიდაშელთან, ბერძენიშვილტან, სამნიძესთან და ა.შ. ჩვენი ბევრი შეხვედრ გვქონდა, მაგრამ დეტალები გარეთ არ გამოგვიტანია. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რაც ვიზალიბერალიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი იყო „ოცნებამ“ ივანიშვილის ლექციის მერე დაუჭირა მხარი. ასე, რომ 2015 წელს ივანიშვილმა იცოდა, რომ „რესპუბლიკელების“ გარეშე გაუჭირდებოდა“, - განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რეგიონებში მედიასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა „რესპუბლიკელები“ არაერთხელ გააკრიტიკა. მისი განცხადებით, „რესპუბლიკური“ პარტია არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური სუბიექტია, რომლის ინტერესებიც ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრებებს ემთხვეოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics