23:53 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 17:42:35, 633 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოს შეხვდა.
 
შეხვედრაზე ევროკომისარმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. დიმიტრის ავრამოპულოსმა კმაყოფილება გამოთქვა ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტის (LIBE) მიერ საქართველოს საკითხის კენჭისყრასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ კომიტეტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა ძლიერი პოლიტიკური გზავნილია ევროპარლამენტის მხრიდან. დიმიტრის ავრამოპულოსმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტები ახლო მომავალში დაასრულებენ ყველა საჭირო პროცედურას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ევროკავშირთან.
 
ევროკომისარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ყველა მიმართულებით და განაცხადა რომ ქვეყანის მიერ გატარებული რეფორმები სამაგალითოა.
 
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში 2016 წლის 14 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე  შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის წევრებთან, კერძოდ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან რიშარ ჩარნეცკისთან, ლიბერალ დემოკრატიული ალიანსის (ALDE) პრეზიდენტთან ჰანს ვან ბალენთან, ევროპის სახალხო პარტიის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორთან კრისტიან პრედასთან, ევროპარლამენტში სოციალისტების ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს კნუტ ფლეკენშტაინთან.
 
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის რიშარდ ჩარნიცკის განცხადებით ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრებისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყვეტა წარმოადგენს მთავარ პრიორიტეტულ ამოცანას და იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის.
 
„საქართველო, მისი კულტურა, ისტორია ევროპის განუყოფელი ნაწილია. დღეს ორივე მხარისთვის - ევროკავშირისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის პროცესი. თუ ჩვენ გზას ვუხსნით საქართველოსთან ახლო ურთიერთობებს, ამ ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ღია კარი ევროკავშირში.  საქართველოს მეგობრებისთვის, ჩემთვის პირადად აღნიშნული გახლავთ მთავარი საკითხი და იმედი მაქვს პროცესის წარმატებით დასრულებისთვის"- განაცხადა ჩერნიცკიმ.
 
ევროპარლამენტის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა მას საქართველოს მხარდაჭერისთვის, თავის მხრივ ჰანს ვან ბალენმა საგარეო საქმეთა მინისტრს ALDE-ს ფრაქციის სახელით კიდევ ერთხელ დაუდასტურა კმაყოფილება საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებით კი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თვალაზრისით და აღუთქვა ფრაქციის მხარდაჭერა პროცესის შემდგომი წარმატებით დასრულების საქმეში. საქართველოს მხარდაჭერაზე ისაუბრეს სოციალისტების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა და ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორმა.
 
სტრასბურგში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა ევროპის სახალხო პარტიის, ლიბერალ-დემოკრატების და სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, ევროპარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის წევრებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics