22:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 15:10:52, 541 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე: ფარული ჩანაწერები მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს უსმენს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის  სერგი კაპანაძის განცხადებით, დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს უსმენს.

კაპანაძის განცხადებით, მსგავსი ნაბიჯებით ხელისუფლება და სუს-ი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

„სუსი-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში,  რომელშიც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, პაატა ბურჭულაძის საუბარია ასახული, სკანდალური არაფერია. თუმცა ის ფაქტი, რომ უშიშროების სამსახური დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელს ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს უსმენს, შემაშფოთებელია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ ეს ჩანაწერი  იმ ვებ-საიტზე გავრცელდა, რომელიც პირდაპირ  უშიშროების სამსახურის დაქვემდებარებაშია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, სუსის ჩარევა პოლიტიკურ მოვლენებში აქამდეც იყო და ძალიან აქტიურად. ამ ჩარევის შედეგი იყო ის, რომ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიის, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური პარტიის წევრებმა, ორი წლის წინ კანდიდატურები მოხსნეს. ჩვენ ვნახეთ ბურჭულაძის განცხადება, რომ მას სუსი უთვალთვალებს. იყო სხვა პოლიტიკური პარტიების განცხადებებიც ამავე თემაზე.  როგორც ჩანს ხელისუფლება ცდილობს არჩევნები ამ გზით მოიგოს. შესაბამისად, ეს ძალიან შემაშფოთებელია. თუმცა მსგავსი ნაბიჯებით, ხელისუფლება და სუსი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენენ. ჩვენ პოლიტიკურ ძალას  კონკრეტული გეგმა აქვს იმისა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა არჩევნების შემდეგ.  ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ სუსის გაუქმება იქნება, რადგან პოლიტიკური პოლიცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაუქმდეს ამ ქვეყნაში“,-განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, დღეს ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერ პაატა ბურჭულაძეს ესაუბრება. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics