ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ამ სწავლებას შემოუერთდნენ, არიან საუკეთესო გზავნილი მტრისთვის და მოყვარისთვის, რომ საქართველოში არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლების "ღირსეული პარტნიორის 2016-ის" გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.