16:14 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 11:45:41, 655 ნახვა

სამხედრო
პოლონეთი ოფიციალურ განმარტებას ელოდება, რატომ არ მიიღეს ქართველმა სამხედროებმა „ანაკონდა 2016“-ში მონაწილეობა

პოლონეთი საქართველოსგან ოფიციალურ ახსნა-განმარტებას ითხოვს, თუ რატომ არ მიიღეს მონაწილეობა ქართველმა სამხედროებმა პოლონეთში მიმდინარე ნატო-ს სწავლებაში „ანაკონდა-2016“, - ამის შესახებ სააგენტო Rushincrash პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის პრესმდივანზე პეტრ ვალუტეკზე დაყრდნობით იუწყება. 

ვალუტეკის განცხადებით, საქართველო სწავლებაში მონაწილეობისთვის მიიწვიეს.

„ქართველები სწავლებაში მონაწილეობისთვის მოიწვიეს, ისინი არ ჩამოვიდნენ. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ პოზიციას“, - განაცხადა ვალუტეკმა.

მედიის ინფორმაციით, 9 ივნისს საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ანაკონდა-2016"-ში მონაწილეობას არ მიიღებს.

აღსანიშნვია, რომ 23 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნატო-ს ყველა სამხედრო სწავლებაში ჩაერთვებოდა, მათ შორის ნატო-ს თხოვნით.

როგორც პოლონური მედია წერს, საქართველოს ნატო-ს შტაბბინაში ბრიუსელიდან სთხოვეს, სწავლებაში ფართო მონაწილეობა არ მიეღო. ეს განპირობებულია იმით, რომ რუსეთი ვარშავის სამიტამდე ზედმეტად არ გაეღიზიანებინა, რადგან სამიტზე საქართველომ შესაძლოა ნატო-ს ასოცირებული პარტნიორის სტატუსი მიიღოს. ამასთან, მედიის ცნობით ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია.

თუმცა, როგორც კიდევ ერთი პოლონური მედია საშუალება იუწყება, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ბართლომე მისიევიჩი აღნიშნულ ფაქტს უარყოს. მისი თქმით, ნატო-ში ქართველებს სწავლებაში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ არ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ "ანაკონდა-2016" პოლონეთში 7 ივნისიდან 17 ივნისამდე გაგრძელდება. ცნობისთვის, სწავლებაში 31 ათასი სამხედრო იღებს მონაწილეობას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული  ასეული "ANAKONDA 16"-ში ჩუტყვავილით დაავადების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 6 ივნისს პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება - "ANAKONDA-16" ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს. თუმცა ასეულის გამგზავრებამდე  რამდენიმე დღით ადრე ქვეით ასეულში გამოვლინდა ჩუტყვავილით დაავადების ორი შემთხვევა. აღნიშნული ვირუსი ჯარისკაცებს  ოჯახის მცირეწლოვანი წევრებისგან გადაედოთ.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში შედგა კონსილიუმი, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქმა ქვეითმა ასეულმა მიმდინარე წელს დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება - "ANAKONDA-16"-ში არ მიიღოს მონაწილეობა, რათა თავიდან იყოს აცილებული წვრთნაში მონაწილე სამხედროებში ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა.

 აღსანიშნავია, რომ "ANAKONDA-16"-ს მიწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ხოლო დამკვირვებლის რანგში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics