|
2016-06-15 18:29:46, 878 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი პოლონელ და ხორვატ კოლეგებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად ბრიუსელში იმყოფება. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი ხორვატ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლონეთის ეროვნულ თავდაცვის მინისტრთან ანტონი მაჩიერევიჩთან შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმდინარეობა და ვარშავის სამიტზე საქართველოს მიმართ პოლონეთის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. „პოლონეთი ნატო-საქართველოს პაკეტის აქტიური მონაწილეა და ორი ძირითადი მიმართულება აქვს აღებული. ჩვენ მუდმივად ვანახლებთ ინფორმაციებს და ახალ გეგმებზე ვსაუბრობთ. პოლონეთის მხარდაჭერა არის სრულიად ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი საქართველოს მიმართ. მათი მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იმიტომაც ხდება, რომ პოლონეთი ვარშავის სამიტის მასპინძელი ქვეყანაა“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. ხორვატ კოლეგასთან იოზიფ ბულიევიჩთან შეხვედრის მთავარი თემა კი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. „ხორვატებთან ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება. წინა შეხვედრაზე ხორვატ მინისტრთან ეს საკითხები გავიარეთ და დღეს შევთანხმდით, რომ უკვე შესაძლებელია გადაწყვეტილებების მიღება და შეთანხმების მიღწევა, რათა ზუსტად ჩამოვყალიბდეთ კონკრეტულ მიმდინარეობებზე, თუ რა მიმართულებებით შეიძლება ორი ქვეყნის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა განვითარდეს და წარმატებული იყოს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ნატოს შტაბ-ბინაში თინათინ ხიდაშელი უკვე შეხვდა თურქეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)