16:13 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 12:51:35, 549 ნახვა

სამხედრო
თინათინ ხიდაშელი აშშ-ში გენერალ მერსიეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის ხელმძღვანელს, გენერალ დენის მერსიეს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და ვარშავის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები იყო.

მათივე ცნობით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს სამიტიდან სასურველი შედეგების მისაღებად.

ქართული მხრიდან შეხვედრას თავდაცვის მინისტრთან ერთად ნატო საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, შოთა ღვინერია და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ.

როგორც ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და მოთხოვნა აქტიურად განიხილება.

საქართველის თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ვარშავის სამიტამდე მეტად მცირე დროა დარჩენილი და საჭიროა, მხარეებმა საბოლოოდ დააზუსტონ მოლოდინები და სურვილები.

"ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და მისი კიდევ უფრო წარმატებით და დროული განხორციელება - ეს იყო ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა. საქართველო, თავისი შესაძლებლობის გათვალისწინებით, მაქსიმუმს აკეთებს, რომ პარტნიორებს კიდევ უფრო გაუადვილოს ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის საჭირო და მნიშვნელოვან თემებზე გადაწყვეტილების მიღება",- აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი გრძელდება. თინათინ ხიდაშელი ხვალ შეხვედრებს გაეროში გამართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics