პრემიერი: საქართველო თურქეთთან ურთიერთობის გაღრმავებით კიდევ უფრო დაინტერესებულია
„საქართველო ძალიან დაინტერესებულია, კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები თურქეთთან პოლიტიკის, სავაჭრო- ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში, თურქეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.