თარგამაძე: სააკაშვილი იქამდე მივიდა, რომ დიდგორი, საკუთარ, თუნდაც ყოფილ, თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება
„შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ, თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.