05:09 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 17:44:38, 2397 ნახვა

სამართალი კომენტარი
ბექა ბასილაია: გიგი უგულავა დღეს უნდა გათავისუფლდეს

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან დღესვე უნდა გათავისუფლდეს.

როგორც ადვოკატმა განმარტა, უგულავას პატიმრობის ვადა 9 იანვარს გასდის, მაგრამ რადგან უქმე დღეები ემთხვევა, მისი გათავისუფლება დღესვე უნდა მოხდეს.

„სასამართლოსგან მივიღეთ ვერდიქტი, რომ გიგი გამართლებული დარჩა იმ ეპიზოდში, რომელშიც მანამდეც იყო გამართლებული. ხოლო „თბილსერვისის“ ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაფლანგვის ბრალდება მოუხსნა და 337-ე მუხლი დაუტოვა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატებას გულისხმობს“,-განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს  გიგი უგულავას პატიმრობის ვადა გაუნახევრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, განაჩენში ცვლილება შევიდა, გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა, თუმცა „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics