|
2017-01-09 10:07:13, 1581 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე გვარამიას ცემის ფაქტზე: არ არის აუცილებელი მაინცდამაინც დაკავება
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს განცხადებით, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს. მამუკა მდინარაძის შეფასებით, ეს მსუბუქი დანაშაულია და პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, თუმცა აცხადებს, რომ ის ძალადობას გმობს. "ძალადობას არ აქვს არანაირი გამართლება, მე როგორც პოლიტიკოსმა, ეს შემიძლია ვთქვა, მაგრამ ჩემი აზრია, რომ არ არის აუცილებელი მაინცდამაინც დაკავება, მაშინ როდესაც სხვა შემთხვევებში ანალოგიურ დანაშაულზე არ შეეფარდათ დაპატიმრება. ეს არის ევროსასამართლოს რეკომენდაციებიც და ეს არის პრინციპებიდან გამომდინარე, რაც აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვის დროს განიხილება ხოლმე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არ უნდა იყოს გამონაკლისი, ნიკა გვარამია იქნება თუ ნებისმიერი ადამიანი, ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორი თუ ქართული ოცნების მომხრე თუ მოწინააღმდეგე და ა.შ. ამას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. რაც არის დადგენილი პრაქტიკა, მაგალითად, ნაკლებად მძიმე დანაშაულებებზე, ასე უნდა გაგრძელდეს ამ შემთხვევებშიც“, - განუცხადა "რუსთავი2"-ს მამუკა მდინარაძემ. ნიკა გვარამიასა და რეჟისორ დავით დოიაშვილზე მომხდარ ძალადობას მმართველი პარტიის სხვა წევრებიც გმობენ და შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, საქმე სათანადოდ გამოიძიონ. ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლი მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)