16:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 19:48:25, 1952 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიგი უგულავა: სამწუხაროდ, ჩემს ნათქვამს ვიღაცებმა ინტერპრეტაცია გაუკეთეს, თითქოს ბრალი ვაღიარე

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე ბრალის აღიარებას უარყოფს.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ბრალის აღიარება საპროცესო მოქმედებაა და ამას პატიმრობის მესამე წელს არავინ აკეთებს.

„როდესაც ეს ძიება დაიწყო, ვთქვი, რომ ეს ხალხი 600 თუ 700-მდე ადამიანი, „თბილსერვისჯგუფში“ ჩემი თანხმობით დასაქმდა. მინდა საზოგადოებამ იცოდეს რაზე ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ ამასაც რაღაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები მიეცა, ეს ხალხი ჩემი თანხმობით დასაქმდა და აბსოლუტურად უზნეო უნდა ვიყო, რომ ვიღაც ჩემ მოადგილეებზე ხელი გავიშვირო. პირიქით, მე რომ არაფერ შუაში ვყოფილიყავი, მაშინვე ყველას ვუთხარი, რომ ინტერესის საგანი მე ვარ და შეგიძლიათ ნებისმიერმა ჩემკენ გამოიშვიროთ ხელი. მე ვიყავი ლიდერი და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ იყო ყველაფერი კარგიც და ცუდიც. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, განზრახვა არ მქონია, რომ ეს პოლიტიკური მიმართულებით ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ სახე ამან ასეთი მიიღო, ეს ფაქტია. თუმცა, უსინდისო ბრალდება იყო, არის და იქნება, რომ ამითი მე დამაბრალო საბიუჯეტო თანხების მითვისება და გაფლანგვა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ჩვენი მხრიდანაც და პროკურატურის მხრიდან სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება. რაც არის ცუდი, ამ ნაწილში მე ვთქვი, რომ ცუდია და სამწუხაროდ, ვიღაცებმა ინტერპრეტაცია გაუკეთეს, თითქოს მე ბრალი ვაღიარე. ბრალის აღიარება საპროცესო მოქმედებაა და ამას პატიმრობის მესამე წელს არავინ აკეთებს. ამას აკეთებენ პირველ რამდენიმე კვირას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, დედაქალაქის ყოფილი მერი მის მიმართ წაყენებულ სსკ-ის 182-ე მუხლს, რაც საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს, პროპაგანდისტულს უწოდებს.

„იმთავითვე ჩემს მიმართ წაყენებული 182-ე მუხლი იყო პროპაგანდისტული მუხლი. ეს არის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საბიუჯეტო თანხების მითვისება გაფლანგვას. ეს ჟღერს შემაშინებლად და ამით ხდებოდა ჩემი რეპუტაციის შებღალვა, ამას მეტი მიზანი არ ჰქონდა. ჩვენ ეს მუხლი თავის დროზე გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და იქ რა მოხდა, პირველ რიგში „რუსთავი 2“-ის და მეორე რიგში ჩემს გამო, კარგად ვნახეთ. არადა ეს 182-ე მუხლი გამოიყენება სწორედ პოლიტიკური დევნისთვის. საწყალი ხალხი, კაბელებზე რომ არიან დაჭერილები, ისინიც 182-ე მუხლით არიან დაკავებული. ეს არის არასწორი, ეს არის უსამართლო და რა თქმა უნდა ეს მუხლი, რომელსაც წმინდა პროპაგანდისტული ხასიათი ჰქონდა, ჩამომშორდა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, უგულავამ ე.წ. მატროსოვის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. მას ადგილზე ოჯახის წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები დახვდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics