01:33 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ინაშვილი: ჩვენი სულისკვეთება უფრო ახლოა პრეზიდენტის შენიშვნებთან, ვიდრე - უმრავლესობის პროექტთან

ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრის ირმა ინაშვილის განცხადებით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაეცნო.

 

დოლიძე აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაზე: ამას პუტინის ოკუპანტური რეჟიმი აცხადებს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრქუტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველო ვიზების ლიბერალიზაციას სატყუარად იყენებს.

 

გოცირიძე: საზოგადოება უნდა იყოს დარაზმული, რომ კონსტიტუცია უმრავლესობის უზურპაციისგან დავიცვათ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეფასებით,  სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტმა ვეტოს უფლება სწორად გამოიყენა.

 

პრეზიდენტი მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საკითხის გარშემო ინფორმაციის მოძიებაში ჩართვას აქტიურად აპირებს

პრეზიდენტის მრჩევლის  პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, როცა მოსამართლეთა თავისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები ჩნდებოდა, პრეზიდენტი ვითარებით ყოველთვის ინტერესდებოდა.

 

ჩიხრაძე: მნიშვნელოვანია, ვეტო ბრძოლის იარაღად არ განვიხილოთ და კონსულტაციებს არ გავექცეთ

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასახლეში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე დადებული ვეტოს შესახებ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს ხვდება.

 

„მოსამართლეებზე ზეწოლას სუს-ი ახორციელებს“ - ენმ ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია საზოგადოებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეების დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

 

„რუსთავი 2“-ის ადვოკატი: თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ ამ მოსამართლეებმა როგორღაც ზეწოლას გაუძლეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის  იურისტი თამთა მურადაშვილი მთავარ პროკურატურაში ე.წ. მოსამართლეების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე საუბრობს.

 

შს მინისტრი: ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა ევროკავშირში თავისუფალი სავიზო რეჟიმის მისაღებად

„ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში თავისუფალი სავიზო რეჟიმის მისაღებად ყველა პირობა პირნათლად და ამომწურავად შეესრულებინა”, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა  ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მხარდაჭერასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

დოლიძე: ალბათ, მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში უნდა დაიწყოს უვიზო მიმოსვლა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ  საზოგადოებას  ევროპარლამენტის მიერ  საქართველოს  მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მხარდაჭერა მიულოცა.

იანოშ ჰერმანი: ე.წ. შეჩერების მექანიზმის მუხლი საქართველოს გამო არ შემოღებულა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოს ჰერმანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, დღევანდელი გადაწყვეტილების გარდა, ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

 

იანოშ ჰერმანი ვიზალიბერალიზაციაზე: ეს საქართველოს მიერ წლების განმავლობაში გაწეული სამუშაოს შედეგია

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.

 

სააკაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: ქმედითი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე 2003 წლიდან გადაიდგა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას ულოცავს.

იანოშ ჰერმანი: დღევანდელი ნაბიჯი უფრო მეტად დაგვაახლოვებს

„ეს არის ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ბეჯითად მუშაობდა მრავალი ადამიანი, რომ ის რეალობად ქცეულიყო“,-ამის შესახებ

 

პრეზიდენტი: მინდა მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტარებს, ჩვენს მთავრობას, პარლამენტს და წინა ხელისუფლებებს

„მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში“, - ასე გამოეხმაურა  პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას.

 

ინაშვილი: როცა სტუდენტები ნახავენ ფრანკფურტის აეროპორტს, ვერც ერთი პრეზიდენტი ვეღარ ეტყვით, რომ ჩვენი უფრო მასშტაბურია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ეს არის დიდი პროგრესი ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე. 

მანანა კობახიძე: ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მანანა კობახიძემ მოსახლეობას ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა მიულოცა. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics