|
2017-02-10 18:26:30, 1841 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი: ადამიანის თვალთვალი შანტაჟის უმაღლესი ფორმაა და ის ქვეყანაში უნდა დასრულდეს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის ირმა ინაშვილის განცხადებით, ადამიანის თვალთვალი შანტაჟის უმაღლესი ფორმაა და ის ქვეყანაში უნდა დასრულდეს. როგორც ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აუცილებელია მოხდეს წარსულის გაანალიზება, რომ ძველი ფაქტები აღარ განმეორდეს. მან ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ უკანონო მოსმენებს საფუძველი მათ ჩაუყარეს. "ვაი იმ საქართველოს რა ვუთხარი მე, რომ ეს ხალხი ლაპარაკობს დღეს უკანონო მოსმენებზე და თვალთვალზე. ეს არის ეტყობა ჩვენი ხვედრი, რომ ეს ავიტანოთ 4 წლის განმავლობაში. ეტყობა, ჩვენი მოთმინების გამოცდა მიდის. არავინ არ ამბობს დღეს, ამ კანონპროექტის ფარგლებში, ფარულ ვიდეო გადაღებებზე, რასაც მასობრივად აწარმოებდით, საკუთარი პარტიის წევრებსაც იღებდით საძინებელ ოთახებში, მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს კი არა. ეს 80 ათასი ფაილი თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაგროვდა და ეს მასობრივი წამების ფორმაა. ქართველი ხალხი აქციეთ ფარული გადაღებების მძევლად. ეჭვი არ მეპარება, რომ უმრავლესობის სულისკვეთება სწორედ ამას ითვალისწინებს და ვთვლი, რომ ეს მანკიერება უნდა დასრულდეს, რასაც თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი. დერჟინსკის მეთოდები დღეს, რომ გახსენდებათ, გახსენდებათ იმიტომ, რომ მისი მემკვიდრეები ხართ თქვენ, "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ფრთის წარმომადგენლები. დერჟინსკის სულიერი შვილები ხართ, ყველა ის მეთოდი, რაც დერჟინსკის ჰქონდა, თქვენ დახვეწეთ, მოარგეთ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიას და ადეიშვილის, სააკაშვილის და სხვა თქვენი თანამებრძოლების წყალობით ახორციელებდით. დღეს გამოდიხართ და ჩვენ გვიხსნით, თურმე რა ცუდია ეს უკანონო მოსმენები და თან ჭკუას გვასწავლით, რომ 9 წელი არ უნდა გავიხსენოთ. ჩვენი უფლებაა და ვალდებულება გავიხსენოთ, 9 წელიც, პასუხიც ვაგებინოთ თქვენს ლიდერებს, რომლებიც გააქცია ამ ქვეყნიდან "ქართულმა ოცნებამ"", - განაცხადა ინაშვილმა. „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ მმართველი გუნდიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა დღემდე პასუხი იმის გამო არ აგო, რომ კორიდორი შეუქმნეს. "სხვათა შორის, კორიდორი ისე გაუხსნეს, რომ სააკაშვილმა პასუხიც კი არ აგო, ადეიშვილიც გაატარა და სწორედ "ქართულმა ოცნებამ" დაინდო ისინი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ დაგინდობთ. ქართველი ხალხი არ დაგინდობთ, ამის დრო აუცილებლად მოვა", - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)