იურიდიულმა კომიტეტმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. შენიშვნებს მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა. საკითხის განხილვა უკვე პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში მოხდება:
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტზე წარმოდგენილ პრეზიდენტის შენიშვნებზე დღეის შემდეგ მსჯელობაც არ ღირს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლის ოჯახისთვის მიწის ნაკვეთისა და თანხის გადაცემასთან დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი, სკოლაში მყოფი მოსწავლეების დოკუმენტაციის კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობა იყო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში გენერალური დირექტორის მხრიდან უკვე შევიდა 2 წინადადება. პირველი ესაა საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი და მეორე საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების 3 წლიანი გეგმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად წარდგენილი მანანა კობახიძის დამოუკიდებლობაზე საუბარი სასაცილოა.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საუბარის აუდიოჩანაწერის ავთენტურობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დანიშვნისას პოლიტიკური წარსული ნაკლი არ არის.
გადაცემის „რეალური სივრცე“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეხვდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატის მანანა კობახიძეს განცხადაბით, საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილი არ არის, მაგრამ მოსამართლე კონსტიტუციისა და საზოგადოების წინაშეა ანგარიშვალდებული.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, 2012 წლიდან მოყოლებული თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი მიზანი გახდა და სწორედ ამ მიზნებისთვის კეთდება ფარული ჩანაწერების ფაბრიკაციაც.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, სადაც ის სავარაუდოდ იუსტიციის ყოფილ მინისტრ, ზურაბ ადეიშვილს ელაპარაკება, "უმოწყალო მონტაჟია".
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის კრიზისიდან გამოსვლის აუცილებელ გზებზე ისაუბრა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გამოძიება ჩატარდეს ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს'', - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა უზენაესი სასამარლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More