დოლიძე: ჩვენ მაინც შევეცდებით, ევროინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან კეთილმეზობლურ დამოკიდებულებაში ვიყოთ
„რუსეთი მაინც დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ძალიან შორს არის ცივილური სამყაროსგან, თუმცა შევეცდებით, ინტეგრაციის პარალელურად კეთილმეზობლურ დამოკიდებულებაში ვიყოთ“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.