ქუმსიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეული პროგრამა, ჩვენი 4-პუნქტიანი გეგმაა
„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მისიის დონეზე, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ახალი პროგრამის დაწყებაზე, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ სავალუტო ფონდთან მიღწეული პროგრამა, პრაქტიკულად, ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმაა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.