00:22 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ხუციშვილი კილაძის შვილისთვის წამლის ე.წ. ჩადების ბრალდებაზე: გამოვრიცხავ, პოლიცია ამ მეთოდებს იყენებდეს

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, ელისო კილაძის შვილის დაკავებასთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებამდე მისი მხრიდან  რაიმე შეფასების გაკეთება მართებული არ იქნება.

 

ხუციშვილი შსს-ს და სუს-ს შორის დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ ბათუმში განვითარებული მოვლენები ორ ძალოვან უწყებას-სუსსა და შსს-ს შორის დაპირისპირებად უკავშირდება.

 

ხუციშვილი: პოლიცია ბათუმში შეუმჩნევლად პატრულირებდა, ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვიყავით

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, არასწორია საუბარია იმის თაობაზე, რომ მთელი ბათუმის გადაწვა მიმდინარეობდა.

 

შალვა ხუციშვილი: ბათუმის შემთხვევა საქართველოს პოლიციის გამოცდილებაში უპრეცედენტო იყო

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს პოლიციის გამოცდილებაში ბათუმის შემთხვევა უპრეცედენტო იყო, რადგან  მოვლენები სტიქიურად განვითარდა და ორგანიზატორები წინასწარ არ იყო ცნობილი.

 

ხუციშვილი: სავარაუდოდ, გაგრძელდება იმ პირთა დაკავება, რომლებიც ბათუმში დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ

შინაგან საქმეთა  მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად გრძელდება.

 

კანდელაკი: უსუფაშვილი არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი შემოქმედი თავადაც არის

„დავით უსუფაშვილი არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი შემოქმედი თავად არის და ისიც არის პასუხისმგებელი ქვეყნის მძიმე მდგომარეობაში შეყვანაზე“, - ასე  შეაფასა  „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადება, სადაც ის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.

 

სიიარტო: ვემხრობით საქართველოს ნატო-სთან მიახლოებას - მხარს ვუჭერთ თქვენს მისწრაფებებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობების პირობებში უნგრეთის ბანკმა 85 მილიონი ევრო უნგრეთ-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობისთვის ექსკლუზიურად გამოყო.

კანდელაკი: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა რუსეთისთვის კომფორტის შექმნაში მდგომარეობს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგის კანდელაკის განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთი აგრესიულ, მტრულ ნაბიჯებს დგამს და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აღრმავებს.

 

ვიქტორ დოლიძე: რუსეთს ეს ქმედება ბუმერანგივით უკან შემოუბრუნდება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან დამატებითი ძალების მობილიზების საკითხს გამოეხმაურა.

 

ვიქტორ დოლიძე: საქართველოს ძლიერი პრემიერი ჰყავს, არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი არ შეიძლება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის მტკიცებით, დღეს მთავრობაზე ბიძინა ივანიშვილს არაფორმალური გავლენა არ აქვს.

 

ჯეჯელავა: არანაირი ქვედანაყოფების შეერთება არ შეიძლება მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ეს უკანონობაა

ეს არის აბსოლუტური უკანონობა, არანაირი ქვედანაყოფების შეერთება არ შეიძლება მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შესვლის თაობაზე, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას.

 

პრემიერი: სოფლად მცხოვრებ ადამიანს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, იმ სიკეთეებით სარგებლობის, რასაც სახელმწიფო სთავაზობს

 „თანამედროვე სოფლად მცხოვრებ ადამიანს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს იმ სიკეთეებით სარგებლობის, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  განაცხადა, სადაც მთავრობამ  სოფლის განვითარების 2017-2020 წლის სტრატეგია წარადგინა.

 

პრეზიდენტი: რუსეთი ცდილობს საერთაშორისო ურთიერთობებს დასცინოს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო სამწუხარო მაგალითია იმ საერთაშორისო ურთიერთობების თვალთმაქცობის, რომელიც პრივილეგირებული ინტერესების სფეროს კონცეფციაზეა აგებული.

ვარშალომიძის თქმით, პრემიერის ბრალდებები ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სრული აბსურდია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს მოადგილე ლევან ვარშალომიძის განცხადებით, პრემიერის ბრალდებები ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სრული აბსურდია.

ჩუგოშვილი: თუ შეუძლიათ, რომ წაახალისონ ვანდალიზმი, პოლიციის მანქანების დაწვა, ბოდიშის მოხდაც უნდათ შეეძლოთ

"თუ შეუძლიათ , რომ წაახალისონ ვანდალიზმი-  პოლიციის მანქანების დაწვა და მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ისიც უნდა შეეძლოთ, რომ შემდეგ ბოდიში მოიხადონ",-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პრემიერის განცხადებას, რომლის თანახმადაც, "ნაციონალურ მოძრაობას" ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება.

 

მათიკაშვილი: კომისიის წევრთა უმრავლესობაში არის გარკვეული შეთანხმება, 2023 წლიდან არაპირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის წევრების უმრავლესობაში არის გარკვეული  შეთანხმება იმის თაობაზე, რომ 2023 წლიდან საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით ჩატარდეს. 

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics