07:54 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 14:12:55, 2157 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მამუკა კაციტაძე: ყველა თამაში გამიგია, მაგრამ „თვითმმართველობანა“ არა, რასაც „ოცნება“ თამაშობს

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისულფებამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ გაცემული დაპირებები არ შეასრულა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა კარგად იცოდა, რომ თვითმმართველობის სფეროში რეფორმა ხარჯების გაზრდას მოითხოვდა.

„კარგად მახსოვს, 2014 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, დააანონსა სერიოზული რეფორმა თვითმმართველობის სფეროში. კერძოდ, დეცენტრალიზაცია უფლებამოსილების, ფინანსების, ქონების, ახალი თვითმმართველობის შექმნა, ორდონიანი თვითმმართველობა და ასე შემდეგ. მან თქვა, რომ მომავალი არჩევნებისთვის უფრო განვითარებულს შემოგვთავაზებდა და შექმნა 7 ახალი თვითმმართველი ქალაქი. სამი წლის თავზე ვხედავთ, რომ არაფერი შესრულებულა და 7 თვითმმართველობა უქმდება. ყველაფერის თამაში გამიგია ბავშვობიდან დაწყებული, ომობანაც გამიგია, სახლობანაც, დედობანაც, მამობანაც, თვითმმართველობანა არ გამიგია, რასაც ახლა თამაშობს „ქართული ოცნება“. შეიძლება ესე ეთამაშო 7 ქალაქს, რომ დღეს გყავს მერი, საკრებულო, ხვალ აღარ გყავს. ზურგის ტვინის დონე იყო იმისათვის საკმარისი, რომ გაგეთვალა, რომ ახალი თვითმმართველობის შექმნა ხარჯებს გაზრდიდა. ხარჯების გარეშე თვითმმართველობა არ არსებობს. არის ასეთი ებრაული გამოთქმა - „არც შენთვის იცოდე და არც სხვისთვის დაგეჯერებინოსო“. როცა ამას ქმნიდნენ, მაშინვე ვუთხარით ხელისუფლებას, რომ ეს დაკავშირებული იქნებოდა ხარჯებთან, მაგრამ სამაგიეროდ არის პოზიტიური პროცესი, რომ მოხდება დეცენტრალიზაცია, ანუ სერვისების დაახლოება მოსახლეობასთან“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics