03:42 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 11:54:36, 2306 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: იანვარი-თებერვლის ეკონომიკური ზრდის ტემპმა 4,8% შეადგინა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს დადებითად აფასებს.

"რამდენიმე წუთის წინ დაიდო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. 4.4% გამოვიდა თებერვლის ზრდის მაჩვენებელი. 2 თვის მაჩვენებელი არის 4.8%, ეს არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. ჩვენ 4% გვაქვს დაგეგმილი მიმდინარე წელს. პირველი თვეები გვიჩვენებს, რომ საკმაოდ კარგად მივდივართ. მინდა მოგახსენოთ, რომ რა თქმა უნდა მაქვს შესაძლებლობა ყოველდღე თვალყური ვადევნო მარტის თვის დამატებითი ღირებულების ბრუნვებს და აქაც ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს. მარტის თვეში, წინასწარი შეფასებით საკმაოდ კარგად არის ექსპორტის ზრდა და შესაბამისად ეს ყველაფერი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ის დაგეგმილი მონაცემები და პარამეტრები, რაც ჩვენ გვაქვს წარმატებით შესრულდება", - დასძინა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, წინასწარი შეფასებით, საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,4 პროცენტი, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,8 პროცენტი შეადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics