აბესაძე: დადასტურდა, რომ ეს არაა ფორმატი, სადაც შესაძლებელია, ცვლილებებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება გავარკვიოთ
„ერთის მხრივ, ნათლად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას არ ესმის კარგად ის პრობლემები, რაც აწუხებს საზოგადოებას და მეორეს მხრივ, დადასტურდა, რომ ეს არ არის ფორმატი, სადაც შესაძლებელია, რეალურად გავარკვიოთ საზოგადოების დამოკიდებულება საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი“,-ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩაშლის ფაქტი თბილისში.