10:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 11:28:17, 1867 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ლევან დავითაშვილი: ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა პირდაპირ დამოკიდებულია მის დამოუკიდებლობაზე

„ჩვენი სუვერენიტეტი ალბათ არის ქვეყნის ფუნდამენტური მოცემულობა, რომელზეც შენდება ჩვენი ქვეყანა“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

დავითაშვილის თქმით, სიმბოლურია, რომ ეს დღე 26 მაისს აღინიშნება.

„პირველ რიგში გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეა. ჩვენი სუვერენიტეტი ალბათ არის ქვეყნის ფუნდამენტური მოცემულობა, რომელზეც შენდება ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, კეთილდღეობა პირდაპირ დამოკიდებულია მის დამოუკიდებლობაზე. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. სიმბოლურია ის, რომ 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ეს ამყარებს კავშირს პირველ რესპუბლიკასთან და იმ ტრადიციებთან, რომელიც ჩვენ საბჭოთა კავშირამდე გვქონდა და მას შემდეგაც“, - განაცხადა დავითაშვილმა.

26 მაისთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდი რუსთაველის გამზირზეა განთავსებული. სტენდი მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა. „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე წარმოდგენილი სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაფინანსებული აგრარული მიმართულების საწარმოების და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია - სხვადასხვა სახის თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინისა და ყველის ნაირსახეობა, ჩაი, ჩურჩხელა, ბადაგი, თხილი, დეკას ჩაი, სუბლიმირებული ხილი, მოცვი, კომპოტები, წვენები, ჯემებისა და მურაბების ნაირსახეობა. სამინისტროს სტენდის სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ წარმოდგენილი პროდუქცია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics