|
2017-05-25 14:36:50, 2097 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე მუსტაფა ჩაბუქის დაკავებაზე: საქართველოში პოლიტიკური ნიშნით უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავება დასრულებულია
„პოლიტიკური ნიშნით ამ ქვეყანაში ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავება დასრულებულია“,-ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე თბილისში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერის, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავების ფაქტს. მისივე შეფასებით, პოლიტიკის კრიმინალთან დაკავშირება არასწორია: „გარდა იმისა, რასაც ჰქვია თურქეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა, ჩვენი მეგობრობა, მათი მხარდაჭერა, თუნდაც ჩვენს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ბოლო ვიზიტი პრემიერ-მინისტრ ილდირიმის, ალბათ, გახსოვთ, რამდენად სერიოზული ვიზიტი იყო და იმ ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფებმა, რომლებმა იმუშავეს, რამდენად სერიოზული ხელმოწერები იქნებოდა დოკუმენტზე, თუ პრაქტიკული გადაწყვეტილებები მიიღეს, მე თურქეთთან დაკავშირებით სხვა რა უნდა გითხრათ. ნუ დავაკავშირებთ პოლიტიკას კრიმინალთან. თუკი კრიმინალთან გვაქვს საქმე, ბუნებრივია, საქართველო ვინც არ უნდა იყოს მასთან დაკავშირებით მიიღებს ზომებს, პოლიტიკური ნიშნით ამ ქვეყანაში ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავება დასრულებულია“,-აღნიშნა დოლიძემ. ცნობისთვის, თბილისში თურქეთის მოთხოვნით, დემირელის კოლეჯის თანამშრომელი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს ტერორისტულ ორგანიზაცია „ფეტოსთან“ სავარაუდო კავშირში ადანაშაულებენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)