|
2017-05-26 11:35:03, 2408 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ვიმედოვნებთ, ნატო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობა მალე მჭიდრო ინტეგრაციაში გადაიზრდება
"უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოსთვის-ნატოს ხელშეწყობით ძლიერდება ჩვენი თავდაცვა, ჩვენი უსაფრთხოება და იმედს გამოვთქვამთ, რომ პრაქტიკული თანამშრომლობა მალე მჭიდრო ინტეგრაციაში გადაიზრდება”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, გენერალურ მდივანთან და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მიისვე თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობასთან საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის საკვანძო საკითხები განიხილეს. „ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა, შემდგომი დაახლოების გზები. ჩვენი მეგობრების მხრიდან, კიდევ ერთხელ გამოითქვა სრული მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი”,-აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)