|
2017-05-25 20:44:41, 1958 ნახვა
კომენტარი
გუმრუქჩუ: დემირელის კოლეჯის მენეჯერი ორმხრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში დააპატიმრეს
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუკის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც ელჩმა აღნიშნა, დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუკი ორმხრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში დააპატიმრეს, თურქეთის მთავრობამ მისი დაკავება და ექსტრადირება მოითხოვა. "ეს არის დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილება. ის ადამიანი დააპატიმრეს ჩვენი ორმხრივი, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. თურქეთის მთავრობამ მისი დაკავება და ექსტრადირება მოითხოვა და ეს მოთხოვნა სწორედ თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას ემყარება. ასე რომ, როგორც დიპლომატი, მე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა", - განაცხადა თურქეთის ელჩმა. ინფორმაციას "მოამბე" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)