კახიძე: პროკურატურის მოქმედება და თანამდებობის პირების განცხადებები, ბერა ივანიშვილის სტატუსებზეა დამოკიდებული
„ ცვლილებით, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო გვთავაზობს, რეალურად არ იდგმება ნაბიჯები ლიბერალიზაციისკენ, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს აღსრულება, რომელიც ეხება მხოლოდ მარიხუანას“, - ამის შესახებ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ''ევროპული საქართველოს'' წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.