06:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 14:56:23, 2233 ნახვა

სამართალი კომენტარი
პროკურორი: თავად გიორგი მამალაძემ ამოიღო ბარგიდან ე.წ. დეზადორი, რომლის თავსახურშიც საწამლავი ჰქონდა დამალული

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, პროკურატურაში, დალუქული ბარგის გახსნისას, თავად ბრალდებულმა მამა გიორგი მამალაძემ ამოიღო ე.წ.  დეზადორი, რომლის თავსახურში მას დამალული ჰქონდა საწამლავი, რათა აეროპორტის კონტროლის გვერდის ავლით "გაერა ამ ნივთიერებას".

თუმცა ეს ნივთიერება, პროკურორისვე მტკიცებით, დეზადორის თავსახურიდან გადმოვარდა. ჯარჯი წიკლაური ირწმუნება რომ, აღნიშნული ფაქტი მოხდა პროკურატურაში ბრალდებულის ადვოკატისა და აეროპორტის თანამშრომლის თანდასწრებით.

"უსაფრთხოების 2 წარმომადგენელი დაიკითხა, რომელთა უშუალო კონტროლის ქვეშ არის საბარგო განყოფილება. სწორედ ამ საბარგო განყოფილებიდან, მას შემდეგ რაც გიორგი მამალაძემ გაიარა რეგისტრაცია და ჩააბარა მისი ბარგი, სწორედ ამ ჩაბარებიდან უმოკლეს პერიოდში, ამ თანამშრომლების  თვალწინ ამოღებული იქნა ბარგი. დეტალურად შემოწმდა, ბარგზე არავითარი დაზიანება არ ყოფილა, ეს დადასტურდა. მათ თვალწინ დაილუქა ბარგი, გაკეთდა ხელმოწერები და ამ თანამშრომლებისვე თანდასწრებით გაიხსნა შემდეგ პროკურატურაში. არავითარი მანიპულაცია ბარგზე არ მომხდარა", - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა და დასძინა, რომ სწორედ ეს დაადასტურა დღევანდელი ჩვენებით მოწმემ.

"დაადასტურა მოწმემ, რომ ბარგში შემდეგ აღმოჩნდა მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი. თავად ბრალდებულმა ამოიღო ის დეზადორი, რომლის თავსახურში ფარულად, მას დამალული ჰქონდა ეს საწამლავი. რამეთუ აეროპორტის კონტროლის გვერდის ავლით გაეარა ამ ნივთიერებას. თუმცა საბედნიეროდ ეს ნივთიერება გადმოვარდა თავსახურიდან და ამოღებული იქნა შემდეგ გამომძიებლის მიერ. ეს მოხდა ბრალდებულის ადვოკატის და აეროპორტის თანამშრომლის თანდასწრებით. ბარგის დალუქვა მოხდა აეროპორტში და მხოლოდ მას შემდეგ რაც შემოწმდა, რომ ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული, იმავე აეროპორტის თანამშრომლის თანდასწრებით, ვის თვალწინაც დაილუქა, გაიხსნა", - განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი თავიდან ბოლომდე დასურათებულია. ჯარჯი წიკლაური არ გამორიცხავს, რომ ფოტოები გასაჯაროვდეს.

"დალუქული ბარგის შემოწმების და გახსნის პროცესი თავიდან ბოლომდე იყო დასურათებული, რა საჭირო იყო ვიდეო მასალა. ვერავითარი ეჭვი ამ პროცესში ვერ შეიტანება", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

ცნობისთვის, სასამართლოში უკვე დაიკითხა აეროპორტის დაცვის 2 თანამშრომელი, რომლებსაც როგორც პროკურორი ამბობს, უშუალო შემხებლობა აქვთ ბრალდებულის ბარგის დალუქვის პროცესთან. საერთო ჯამში პროკურატურამ საქმეზე 120-მდე მოწმის დაკითხვას გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics