|
2017-06-27 11:23:38, 2261 ნახვა
კომენტარი
ნარმანია: ავტომანქანების ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება დაწყებულია
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ავტომანქანების ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება უკვე დაწყებულია. როგორც მერმა ჟურნალისტებს განუმარტა, შესაბამისი გრაფიკით დაგეგმილი ღონისძიებები ეტაპობრივად, უახლოეს მომავალში განხორციელდება. დავით ნარმანიამ აღნიშნული საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „სახელმწიფომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები და დაწყებულია ავტომანქანების ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ეს თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობაზე პირდაპირ დადებით ასახვას ჰპოვებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა უწყება არის ერთ აზრზე. შესაბამისი გრაფიკით განხორციელდება დაგეგმილი ღონისძიებები. ტექდათვალიერება უზრუნველყოფს ერთის მხრივ კომფორტს და უსაფრთხოებას ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მეორეს მხრივ კი, დადებითად აისახება ქვეყნის გარემოზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. რაც შეეხება ტაქსებთან დაკავშირებულ რეგულაციებს, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა დედაქალაქის მერიაში უკვე დაწყებულია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)