|
2017-06-26 18:16:31, 2229 ნახვა
სამართალი კომენტარი
პროკურორი: ბიზნესმენმა დაკითხვისას განაცხადა, რომ მამალაძემ, თითქოსდა პატრიარქის სამკურნალოდ, 7 ათასი ევრო სთხოვა
პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დაკითხული ბრალდების მხარის 7 მოწმიდან ერთ-ერთი ბიზნესმენი იყო, რომლის სახლშიც მამა გიორგი მამალაძე უსასყიდლოდ ცხოვრობდა. პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა დაკითხვისას განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც პატრიარქი ბერლინში წაიყვანეს სამკურნალოდ, ბრალდებული გიორგი მამალაძე დაუკავშირდა და სთხოვა 7 ათასი ევრო, რომელიც თითქოსდა პატრიარქის სამკურნალოდ სჭირდებოდა. გუბელაძის განმარტებით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, კერძოდ ფარული ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ 7 ათასი ევრო ბრალდებულ გიორგი მამალაძეს ციანიდის შესაძენად და გერმანიაში გასამგზავრებლად ესაჭიროებოდა. „ეს თანხა მან ვერ მიიღო და უარის შემდეგ გიორგი მამალაძემ სესხის სახით აიღო თანხა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოვლინდა ბრალდებულის ტყუილები და ის, თუ როგორ ცდილობდა გიორგი მამალაძე თანხების მობილიზებას ციანიდის შესაძენად“,-აღნიშნა გუბელაძემ. მან ასევე ბრალდებულის ბარგის დალუქვისა და გახსნის პროცესზეც ისაუბრა. „ჯერ დაიკითხა ბრალდებული, ამის შემდეგ გამოძახებული იქნა ადამიანი, ვისი თანდასწრებითაც დაილუქა ბარგი. მისი მონაწილეობა გვსურდა საგამოძიებო მოქმედებაში. მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა გაიგო, რომ ბარგი იყო ამოღებული და მისი დათვალიერება უნდა მომხდარიყო, მან მოიმიზეზა თითქოს იყო შეუძლოდ, რის გამოც გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება. მას შემდეგ, რაც სამედიცინო დახმარება გაეწია ბრალდებულს, მან მოითხოვა ადვოკატი. ადვოკატს დააგვიანდა დაახლოებით საათნახევარი, როგორც კი ადვოკატი მოვიდა და ერთმანეთში გაიარეს კონსულტაცია, ხუთი წუთის შემდეგ დაიწყო საგამოძიებო მოქმედება - ბარგის დათვალიერება“,-განაცხადა ზვიად გუბელაძემ. ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით ხუთშაბათს 11:00 საათზე განახლდება. აღნიშნულ საქმეზე საერთო ჯამში პროკურატურა 120-მდე მოწმის დაკითხვას აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)