|
2017-06-26 14:19:49, 2374 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ოხანაშვილი: ნიკა მელია სამსახურის გარეშე დარჩება, რადგან მას საკრებულოში მოხვედრის შანსი არ აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნიკა მელიას საკრებულოში მოხვედრის შანსი არ აქვს. რაც შეეხება "ენმ"-ის მერობის კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილს, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მას "ქართული ოცნების" კანდიდატის კონკურენტად ვერ აღიქვამს "უჩვეულოა, როცა ჟურნალისტიკიდან პირდაპირ პოლიტიკურ ასპარეზზე ინაცვლებენ, თუმცა საქართველოში ასეთი შემთხვევები ყოფილა და ეს უჩვეულო არ არის, მაგრამ ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე მყოფი ადამიანი პოლიტიკურ კამპანიაში რომ ერთვება, ეს პოლიტიკური ცხოვრებისთვის საინტერესოა. ყველა ჟურნალისტმა კარგად იცოდა და ყველა კარგად ვხვდებოდით, რომ სამწუხაროდ, "რუსთავი 2"-ის ბევრი ჟურნალისტი პოლიტიკურ ცხოვრებაში იჭრებოდა როგორც მხარე, და არა როგორც ჟურნალისტები. რაც შეეხება მელიას, ფაქტია, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მელიას თავი არ დაუმახსოვრებია, როგორც კანონმდებელს. თუ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, ის სამსახურის გარეშე დარჩება, რადგან მას საკრებულოში მოხვედრის შანსი არ აქვს", - განაცხადა ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი ოფიციალურად წარადგინა. გარდა ამისა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე იყრის კენჭს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)