21:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
იზორია: ბორჯომში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა პრევენციის მიზნით, ადგილზე ცოცხალი ძალა კიდევ რამდენიმე დღე დარჩება

ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით საგანგებო შტაბი მუშაობას კიდევ რამდენიმე დღე განაგრძობს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. 

ალავიძე რუსეთის საგარეოს განცხადებაზე: გაერო-ს მივმართეთ და მათი არხებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოსთვის მოთხოვნის გაგზავნა
შს მინისტრი: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მაღალი ხარისხი

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის შეფასებით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მაღალი ხარისხი.

შს მინისტრი ფიქრობს, რომ უახლოეს დღეებში ხანძარი ლიკვიდირებული იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია.

პრემიერი: ვფიქრობთ, დღის ბოლოსთვის გაცილებით უკეთესი დინამიკა გვექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სტიქიის ზონაში დღის ბოლოსთვის ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდება. გიორგი კვირიკაშვილი ვარაუდობს, რომ დღის ბოლოს ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე გადავლენ, რომელიც შესაძლოა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდეს:

ალავიძე: სიტუცია დამაიმედებელია, ქარმა თუ არ შეგვიშალა, ხანძარი ხვალისთვის ლოკალიზებული იქნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ამჟამინდელი სიტუაცია დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

პრემიერი: რუსეთის მხრიდან საქართველოს დახმარების წინადადება მისასალმებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს რუსეთთან რთული ურთიერთობა აქვს, რუსეთის მხრიდან დახმარების წინადადება მისასალმებელია. თუმცა, ქართული მხარე ამ შეთავაზებას არ იღებს, ვინაიდან საჭიროებას ვერ ხედავს:

პრემიერი: ტყეში 3 კილომეტრამდე ახალი გზა გაიჭრა- ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წუხანდელი ღამის განმავლობაში 3 კილომეტრამდე ახალი გზა გაიჭრა, რის შედეგადაც მოხდა აქტიური ცეცხლის კერების  ჯანმრთელი ტყისგან გამიჯვნა:

იზორია: ბორჯომის ხეობის რთული რელიეფის გამო, ცოცხალი ძალის გამოყენება მეტ რისკებთან არის დაკავშირებული

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რეგიონში მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული.

ადა მარშანია: ამ ხანძრის მეშვეობით ჩვენ იქნებ აუცილებელ სამეზობლო კონტაქტებს დავამყარებდით რუსეთთან

 „ხომ არის ასეთი რუსული გამოთქმა, ქართულიც არის-„ნეტ ხუდა ბეზ დაბრა“, ამ ხანძარის მეშვეობით ჩვენ იქნებ აუცილებელ  სამეზობლო კონტაქტებს დავამყარებდით რუსეთთან“,-ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ  ბოჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რუსული მხარის დახმარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი: უმძიმეს ვითარებაში ჩვენი სამხედროების ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, შექმნილ უმძიმეს ვითარებაში, სტიქიის ზონაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედროების ჩართულობა მნიშვნელოვანია. 

კელი: საქართველოს მთავრობისგან ველოდებით ინფორმაციას, კონკრეტულად, რაში სჭირდებათ დახმარება და დავეხმარებით

ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციას, კონკრეტულად რაში სჭირდებათ დახმარება და შემდეგ იმ ვარიანტებიდან რასაც ისინი მოგვაწვდიან ჩვენ დავეხმარებით, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერი: დანაკარგი მძიმეა, როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასე ერთობლივად აღვადგენთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სტიქია ერთობლივი ძალებით დამარცხდება და მეორე დღიდანვე ტყე-პარკის რეაბილიტაცია დაიწყება. 

სიგუა: საქმე აღძრულია არა Gem Fest -ის ორაგნიზატორების წინააღმდეგ, არამედ საქმე ქონების დაზიანებას ეხება

Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა.

სიგუა: 400 ათასი ევრო, უცხოელ პარტნიორებთან დავალიანებაა და საქართველოში დავალიანება 100-150 ათასია

Gem Fest-ის დამფუძნებლის, გიორგი სიგუას განცხადებით, ძირითადი ვალი უცხოელებისთვის გადასარიცხ თანხას წარმოადგენს. 

Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარეს

„ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics