15:03 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 04:19:34, 2077 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: აზიური ფაროსანა ადამიანისთვის საშიში არ არის

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში წელს ახალი მავნებელი - აზიური ფაროსანა დაფიქსირდა.

როგორც მინისტრმა განმარტა, მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფომ 2016 წლის ბოლო კვარტალში, მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად დაგეგმა.

“ჩვენ 2017 წლის მარტში მივიღეთ მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები განისაზღვრა. მინდა ინფორმაცია მივაწოდო იმ რეგიონის მოსახლეობას, სადაც ეს მავნებელი გავრცელებულია - სახელმწიფო აგრძელებს და ჩვენ რამდენიმე მოდიფიკაცია განკარგულებაში შევიტანეთ, იმის მიხედვით თუ როგორია მავნებლის გავრცელება და როგორია მისი მოქმედების არეალი. დღესაც მთავრობის სხდომაზე ცვლილებები შევიტანეთ, განკარგულების პროექტში და წლის ბოლომდე, ვიდრე მავნებელი ძილს მიეცემა და საშუალება გვექნება მისი პოპულაციის გარკვეულ წილად კონტროლი მოვახდინოთ, ჩვენ გავაგრძელებთ ღონისძიებებს. ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს ღონისძიებები უნდა გატარდეს მოსახლეობასთან ერთად, რომ ჩვენ გვქონდეს მაქსიმალური კომუნიკაცია იმ რეგიონის მოსახლეობასთან, რომლისთვისაც ეს საკითხი ძალიან აქტუალურია. გვესმის მოსახლეობის შეჭირვებული მდგომარეობა, ჩვენ ჩვენის მხრიდანაც ვაკეთებთ საველე ღონისძიებებს. ამავე დროს გათვალისწინებულია იმ პესტიციდების მიწოდება, რომელიც ეფექტურია მავნებელთან ბრძოლის კუთხით, რაც შესწავლილია ყველაზე წამყვანი ექსპერტების მიერ, რაც კი ამ დარგში არსებობს მსოფლიოში, თუმცა მინდა გითხრათ ჩვენ ამ კვირის განმავლობაში გვყავდა ორი საერთაშორისო მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის დელეგაცია, მცენარეთა დაცვის მსოფლიო კონვენციის პრეზიდენტი, ყველა ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ამ მავნებელთან ბრძოლის კუთხით დიდი გამოცდილება არ არსებობს, არ არსებობს ევროპაშიც, რადგან ეს არის ახალი მავნებელი და საქართველოს გამოცდილება პირიქით იქნება გასაზიარებელი სხვა ქვეყნებისთვის, მაგრამ აშშ-ში, სადაც უფრო დიდი პრაქტიკაა მავნებელთან ბრძოლის კუთხით, არსებობს გარკვეული ცოდნა, რაც ჩვენი კამპანიის დაგეგმვისას იყო სრულად გათვალისწინებული”, - აღნიშნა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობა მავნებელთან ბრძოლის საკითხებში თვითონ უნდა იყოს მობილიზებული.

„ჩვენ, რა თქმა უნდა მათ ინფორმაციით მოვამარაგებთ. მიდის მასიური კომუნიკაციის, ინფორმირების კამპანია, იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა ღონისძიებებია ეფექტური მავნებელთან ბრძოლის კუთხით. ეს არის რთული პრობლემა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეს მავნებელი დაფიქსირდა. თუმცა მთავარი გზავნილი ჩვენი მხრიდან არის ის, რომ სახელმწიფო მუდმივად იქნება ჩართული მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებში, იმ ნაწილში სადაც ჩვენი მოქმედებები იქნება ეფექტური და შესაძლებელი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ მას. ჩვენ უბრალოდ პირველი წელი მაქსიმალურად ეფექტურად უნდა ჩავატაროთ, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი გვქონდეს მომავალი წლის ღონისძიებებისთვის. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ მობილიზებული თუ ვიქნებით, მოვახდენთ მავნებლის კონტროლში მოქცევას, რაც გადაარჩენს დიდწილად სასოფლო-სამეურნეო კულტურებს იმ გეოგრაფიაში, სადაც მავნებელი იყო გავრცელებული”, - განაცხადა მინისტრმა.

მანვე დასძინა, რომ აღნიშნული საკიტხი განსაკუთრებითსამეგრელოს, იმერეთის გურიის აჭარის აფხაზეთის მოსახლეობიასთვისაა მნიშვნელოვანი.  

კითხვაზე - არის თუ არა მწერი ადამიანისთვის საშიში, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ის ადამიანს საფრთხეს არ უქმნის.

“ეს მწერი ადამიანისთვის საშიში არ არის, ეს არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი და ადამიანს არ ერჩის, განსხვავებით სხვა ტიპის მწერებისგან. რაც შეეხება იმას, რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ, ამაზე წლის დასაწყისიდან გვქონდა ჩვენ კამპანია, თუ რა ტიპის ღონისძიებები იქნება ეფექტური და როგორ ებრძოლოს თითოეული ფერმერი მას”, - აღნიშნა დავითაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics