|
2017-09-06 08:36:04, 2263 ნახვა
კომენტარი
თამარ კორძაია: საპატრიარქოს დაფინანსება და მისთვის მიწების გადაცემა უნდა შევწყვიტოთ
„რესპუბლიკური პარტია“ პრინციპულად ეწინააღმდეგება კანონის დარღვევით(კონკორდატის დარღვევით) ჩვენი კუთვნილი ქონების და მიწების თვითმმართველობების მიერ საპატრიარქოსათვის გადაცემას, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კორძაიამ აღნიშნა, 2016-2017 წლებში, მხოლოდ თბილისის საკრებულომ, საპატრიარქოს 183 415 კვ.მ მიწა გადასცა უსასყიდლოდ. ▫რესპუბლიკურ პარტიას ღრმად სწამს, რომ საქართველოს განვითარების, ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საფუძველი დევს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4პუნქტის ჩანაწერში „საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.” სწორედ საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში მცხოვრები ადამიანების პრეროგატივაა საკუთარ რაიონში, საკუთარ უბანში საკუთარი საკითხების გადაჭრის გზების ძიება და არჩევა. დემოკრატიული პროცესი მაშინ არის წარმატებული, როდესაც ის ქვემოდან, ადგილიდან იწყება. განვითარების პროცესი შეუქცევადია, არავის არ ძალუძს წინ აღუდგეს ამ პროცესს. საქართველოს მოქალაქეები ისწრაფვიან იმ ღირებულებების დამკვიდრებისკენ, რომელიც მათ მიანიჭა ბუნებამ და საქართველოს კონსტიტუციამ. საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოება და სახელმწიფო, ღირსეულად იქნება წარმოდგენილი მსოფლიოს განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოთა შორის. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქენი იქნებიან: თვითმმართველები საკუთარ სოფელსა, ქალაქსა თუ რეგიონში; სოლიდარულები და პატივისცემით განმსჭვალულნი საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობის და სუვერენიტეტის მიმართ; აქტიურები მშვიდობისა და განვითარების მშენებლობაში, რეგიონში დამთელს მსოფლიოში. აღნიშნული იდეალების დამკვიდრებისთვის საუკეთესო ინსტრუმენტია დემოკრატიული სახელმწიფო, ხოლო ხელისუფლების ადგილობრივი დონე ყველაზე სახალხო ანუ ყველაზე დემოკრატიული ხელისუფლებაა, რომელიც საფუძველს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ წეს-წყობილებას. აქედან გამომდინარე, რესპუბლიკური პარტია კვლავ სთავაზობს საზოგადოებას ძლიერ თვითმმართველობას, ქალაქების სტატუსის აღდგენას, მეორე დონის თვითმმართველობის შექმნას და რაც მთავარია, დამოუკიდებელი ფინანსური წყაროების არსებობას. და რადგან, დემოკრატიული მმართველობის საფუძვლები, ადგილობრივ თვითმმართველობაში და ქვეყნის განვითარების საწყისი ადგილობრივი დონეზე, ადგილზე მცხოვრები მოქალაქის მონაწილეობით გადაწყვეტილების მიღებაშია -ამიტომაც, თვითმმართველობის არჩევნები საერთო სახელმწიფოებრივი არჩევნებია! 2017 წლის ოქტომბერში ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს მკაფიო და მტკიცე არჩევანი, რომლითაც წინ აღუდგება: არაუფლებამოსილი საპატრიარქოს მონაწილეობას სახელისუფლებო გადაწყვეტილებებში და ამ გზით ქვეყნის განვითარების შეფერხებას; ხელისუფლების შესაძლებლობას შევიდეს კორუფციულ გარიგებებში საპატრიარქოსთან და ამ გზით მიიტაცოს და განიმტკიცოს ძალაუფლება; საკუთარი უფლებამოსილების წართმევას და საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების შეფერხებას“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)