|
2017-09-06 09:00:14, 2260 ნახვა
კომენტარი
დავით უსუფაშვილი: კონსტიტუციური პროცესი პოლიტიკურად მძიმე დასასრულისკენ მიექანება
“შენების მოძრაობის" დამფუძნებლის დავით უსუფაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური პროცესი პოლიტიკურად მძიმე დასასრულისკენ მიექანება. უსუფაშვილის შეფასებით, საქმეს ვერ შველის ვერც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უპრეცედენტოდ ღიად გამოხატული შეშფოთება და იმედგაცრუება. "თვითიზოლირებული მმართველი გუნდი ცდილობს სიმტკიცე სიჯიუტით დაამტკიცოს. ეს არ ხდება ცუდი ადამიანების გამო. ეს ხდება ცუდი სისტემის - ერთპარტიული მმართველობის - გამო. ამგვარი სისტემა ერთი და იმავე კანონზომიერებას ექვემდებარება, იქნება ის „ნაცმოძრაობული“ თუ „ოცნებური“. ამიტომ ჰგვანან ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით 2004 წლის, 2010 წლის და 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმატორების ქმედებები, მიდგომები, რიტორიკა და სტილი. მმართველმა პარტიამ ვერ გაიაზრა კონსტიტუციური პროცესის პოლიტიკური დატვირთვა და ფართო კონსენსუსის აბსოლუტური აუცილებლობა; მმართველმა პარტიამ ვერ დაინახა განსხვავება კონსტიტუციისა და სამეცნიერო ნაშრომის შექმნას შორის; პირადი ამბიციების გამო მთლიანად გადაიწერა 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია - ისიც, რაც შესაცვლელი იყო და ისიც, რაც მოსავლელი იყო, როგორც სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობითობის მთავარი ძარღვი; კვლავ იჩინა თავი „სახელმწიფო - ეს მე ვარ“ საძალაუფლებო ვირუსმა. ეს ყველაფერი ასეა. მაგრამ, არანაკლებ დიდი პოლიტიკური უგუნურება იქნება თუ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ახალ კონსტიტუციას „ოცნების ფარატინა ქაღალდს“ დავარქმევთ და ამით ისედაც სუსტ სახელმწიფოებრიობას კიდევ უფრო დავაზიანებთ. ერის სახელმწიფოებრივად ორგანიზების ისტორიული მისია ვერ მიიღწევა ერის კონსტიტუციური კონსოლიდაციის გარეშე. ეს ჩვენ პოლიტიკურ სიმწიფეზე კარგს არაფერს მეტყველებს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა სხვა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური თემა გადაფარა ერთ საკითხზე - საარჩევნო სისტემაზე - დებატებმა. სწორედ ამ საკითხზე შეუთანხმებლობას ეწირება მთლიანად კონსტიტუციისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება და პატივისცემა. ამის დაშვება არ შეიძლება, ასე ჩვენ ვანგრევთ და არ ვაშენებთ", - აღნიშნა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, "თუ ახალი კონსტიტუციის სახით ერთად სავალ ფართო შარაგზას ვერ ვქმნით, ამ შარაგზისკენ მიმავალი ვიწრო ბილიკი მაინც უნდა გამოვძებნოთ. "ამ უკანასკნელი შანსის ძიებაში „შენების მოძრაობა“ უახლოეს დღეებში საზოგადოებას გააცნობს საარჩევნო სისტემის იმგვარ მოდელს, რომელიც ყველას პრინციპულ პოზიციებს გაითვალისწინებს, მაგრამ ყველასგან მცირე დათმობებს მოითხოვს. ქვეყნის შენებისას უნდა გავთავისუფლდეთ შავ-თეთრი აზროვნებისგან და უნდა ვეძებოთ ოქროს შუალედები. ამით ყველაფერს ვერ გამოვასწორებთ, მაგრამ იმას მაინც შევძლებთ, რომ კონსტიტუციისადმი პატივისცემის ხარისხი არ დაეცეს იმ სახიფათო ნიშნულამდე, საითაც ახლა მიექანება. მზად ვართ ყურადღებით მოვისმინოთ მასშტაბური კრიზისის თავიდან აცილების სხვა გონივრული ვერსიებიც; არ ვართ მზად იმ ვერსიების მოსასმენად, რომლებიც ნასაზრდოებია „რაც უარესი, მით უკეთესი“ ან „ყველაფერი კარგადაა“ მიდგომებით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)