დევნილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომლები ახალდაბის მოსახლეობას გაწმენდით სამუშაოებში დაეხმარნენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილი გუშინ, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ახალდაბაში იმყოფებოდნენ და სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდა-დასუფთავებაში ეხმარებოდნენ.