2015-07-27 11:34:18, 574 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი კახეთში იყო, სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 27 კილომეტრში.
ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა. მიწისძვრა 10:58 საათზე მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან