|
2015-07-28 09:36:10, 421 ნახვა
საზოგადოება
შსს–მ ბუპრენორფინის შემცველი 52 აბი ამოიღო
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ჯემალ მ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ხოლო 1976 წელს დაბადებული დავით ზ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჯემალ მ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას 49 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,392 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. დავით ზ-ს პირადი ჩხრეკისას 3 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,008 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ჯემალ მ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ( საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 3-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის 4-ე „ა“ ქვეპუნქტით), ხოლო დავით ზ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)