|
2015-07-27 11:01:46, 709 ნახვა
საზოგადოება
ოლიმპიური ფესტივალი "Tbilisi 2015”-ის ფარგლებში პირველი შეჯიბრებები დაიწყო
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „Tbilisi 2015”-ის ფარგლებში პირველი შეჯიბრებები დაიწყო. ოლიმპიადაში ერთ- ერთი პირველები მოცურავეები ჩაერთვნენ. საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველთაგან ყველაზე კარგი შედეგი ირაკლი კვარაცხელიამ აჩვენა,რომელიც ფინიშის ხაზთან ერთ-ერთი პირველი მივიდა. სავარაუდოდ, ის ნახევარფინალში იასპარეზებს. "სტარტი აიღო ფესტივალმა ცურვაში, მშვენივრად იასპარეზა კვარაცხელიამ, რომელმაც ორი წამი გააუმჯობესა.ალბათ ეცდება რომ მოხვდეს ნახევარფინალში.ყველაფერს გააკეთებენ ქართველები, რომ დიდი შედეგები მიიღონ",-განაცხადა საწყალოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ. თბილისში 50 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი და მაღალი რანგის სტუმრები იმყოფებიან. ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიაში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა და „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა მიიღეს მონაწილეობა. ცერემონიას ასევე დაესწრო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი, რომელიც საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ექსპოზიცია "არგონავტები", ქართული ცეკვები, ტრადიციული დასარტყამი ინსტრუმენტები, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი პაატა ბურჭულაძის შესრულებით და გრანდიოზული ფოიერვერკი, შოუს შემადგენელი ნაწილები იყო. ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც თბილისი 1-ელ აგვისტომდე უმასპინძლებს, შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)