17:21 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 11:48:07, 587 ნახვა

საზოგადოება
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გრანდიოზული სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართება

დღეს, 18.00 საათზე, ალექსანდრეს ბაღში (ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გრანდიოზული სპორტულ–კულტურული ღონისძიებები იმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ესტაფეტა გუნდური პრინციპით, რომელშიც მონაწილეობას საომარ მოქმედებებში დაზარალებული ჯარისკაცებიც მიიღებენ.

მათივე ცნობით, ფოტო გამოფენა–კონკურსი შშმ თემატიკაზე  „ჯიპას ‘’ სტუდენტებისა და შშმ ახალგაზრდების წყვილების მონაწილეობით;

შეჯიბრი  პარაოლიმპიური სპორტის სახეობაში  „ბოჩა“.

ეტლით მოსარგებლეთა სპორტული ცეკვების ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ოთხი წყვილი.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში  ინტეგრირებული კონცერტი გაიმართება,  შშმ შემოქმედებითი ჯგუფების – უსინათლოთა კავშირის კულტურული ცენტრის ანსამბლების „კრწანისის“ და „ნანსა“-ს შემადგენლობით, საქართველოს ყრუთა კავშირის მოცეკვავეთა და ჟესტური ენით მომღერალთა ანსამბლები.

ასევე, ქართული ესტრადის მომღერლებისა და ბენდების მონაწილეობით: „აუდსაიდერი“, “ფანი გრასი“, მამუკა მესხი, გიორგი სუხიტაშვილი, ბაბი კირკიტაძე,ბრომა რცხილაძე, მედოლეთა ანსამბლი “გზება“ და სხვა.

ღონისძიებას  საქართველოს რეგიონული მასშტაბით მოწვეული 300–მდე სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირი დაესწრება.

ღონისძიებას აევე დაესწრებიან თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს პირველი ლედი - ქალბატონი მაკა ჩიჩუა, USAID–ის მისიის ხელმძღვანელი დუგლას ბოლი;

ღონისძიების ორგანიზატორები არიან „ახალგაზრდული მედია კავშირი“ და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“.

მხარდამჭერები: თბილისის მერია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, USAID.

სპონსორები – ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“, „ნიკორა სუპერმარკეტი“ 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics