15:42 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 20:58:22, 707 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების  საელჩოსთან  სოლიდარობის აქცია გაიმართა. საელჩოს წინ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები,  საზოგადოების წევრები,  უფლებადამცველები მივიდნენ და  ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორც "ექსპრესნიუსთან" საუბარში ევანგელისტურ- ბაფტისტური  ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ განაცხადა, სამწუხაროა, რომ რელიგიას ფანატურად  და ბოროტების განსახორციელებლად იყენებენ:

"რელიგია არ არის ბოროტება  და არ შეიძლება მისი ფანატურად გამოყენება, დაუშვებელია ნებისმიერი სახის ძალადობა. სამწუხაროა, რომ სწორედ რელიგიის სახელით მოხდა აღნიშნული ვანდალური და ბარბაროსული ფაქტი, რომელსაც არც გამარჯვებული ჰყავს და სამწუხაროდ,  კიდევ ერთხელ რელიგიის სახელი  უსამართლოდ გაისვარა",-აღნიშნა რუსუდან გოცირიძემ.

უფლებადამცველ  გიორგი მშევნიერაძის თქმით,   ორმაგად საშინელი და ამაზრზენია, როცა   ადამიანები  საკუთარი ორიენტაციის გამო  იდევნებიან.

მისივე განმარტებით, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აშშ-ში  მსგავსი ფაქტი მოხდებოდა.  გიორგი მშვენიერაძე "ექსპრესნიუსთან" აცხადებს, რომ მსოფლიომ ტერორიზმის დასამარცხებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

აქციაზე ასევე იმყოფებოდა ლგბტ უფლებადამცველი ბექა გაბადაძე. მისი შეფასებით, ძალადობა, რომელიც გუშინ აშშ-ში განხორციელდა, ყოვლად დაუშვებელი,  მიუღებელი და აუცილებლად შესაჩერებელია.

"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისეთ ძლიერ სახელწმიფოში, როგორიცაა აშშ, ასეთი ენით აღუწერელი  საშინელება მოხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ  მსოფლიომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს ლგბტ ადამიანების და, ზოგადად, ცივილიზებული მსოფლიოს დასაცავად",-განაცადა ბექა გაბადაძემ.

აშშ-ის საელჩოს შენობასთან ლგბტ აქტივისტებიც მივიდნენ. მათ   ლგბტ საზოგადოების დროშები გაშალეს  ტრანსფარანტებით: "ძირს ძალადობა", "ტერორიზმს მომავალი არ აქვს"

შეგახსენებთ, ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში შეიაღარებული თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი ადამიანი კი, დაჭრილია. 29 წლის ავღანელი (რომელიც აშშ-ის მოქალაქეა) ომარ მატინი სპეცნაზმმა შტურმის დროს ადგილზევე მოკლა.

ორლანდოს ტრაგედია აშშ-ის ისტორიაში, მსხევრპლის რაოდენობის მიხედვით, ყველაზე ფართომასშტაბიან შეიარაღებულ თავდასხმად იქცა.

მომხდარს იმავე დღეს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამა. მან მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.

"მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დასაწყის სტადიაშია, ჩვენ საკმარისი ინფორმაცია უკვე გვაქვს იმისთვის, რომ ვთქვათ, ეს იყო ტერორისტული აქტი, ეს იყო სიძულვილის აქტი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ობამამ გასცა განკარგულება, სასწრაფო წესით იქნას გამოძიებული, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი მატინს ექსტრემისტებთან.

ომარ მატინის მამამ ინტერვიუ მისცა ტელეარხ NBC-ს. მისი თქმით, თავდასხმა არ იყო დაკავშირებული მისი შვილის რელიგიურ კუთვნილებასთან და ეს იყო მისი შეუწყნარებლობის გამოხატულება გეების მიმართ.

მისივე განცხადებით, ის ისევე შეძრულია მომხდარი ამბით, როგორც მთელი ქვეყანა და მან, შვილის საქციელის გამო, ბოდიში მოიხადა.

NBC-ის ცნობით, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე მატინიმ დარეკა უსაფრთხოების სამსახურში და "ისლამური სახელმწიფოს" მიმართ მისი ერგულების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით სააგენტო AMAK-ის მეშვეობით ტერორისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას "ისლამური სახელმწიფო" იღებს.

წინასწარი მონაცემებით, ტრაგედიის საღამოს გეი-კლუბში 300 ადამიანი იყო შეკრებილი. თვითმხილველების ინფორმაციით, თავსამსხმელმა ცეცხლი ადგილობრივი დროით, ღამის 2 საათზე გახსნა. ინციდენტის შემსწრე ადამიანთა ნაწილი კლუბის საგრიმიოროში დაიმალა და იქედან ტვიტერზე დაიწყეს მომხდარის შესახებ ინფორმაციის განთავსება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics