|
2016-06-14 14:58:13, 599 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობა, პედიატრიული და მოზრდილთა სტაციონარული სერვისების ადგილზე მიღებას შეძლებს
ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობა, დღეიდან, პედიატრიული და მოზრდილთა სტაციონარული სერვისების ადგილზე მიღებას შეძლებს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი, 100-საწოლიანი მრავალპროფილური ჰოსპიტალი, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან, "ჰუალინგ ჯგუფის" გენერალურ დირექტორ ვანგ შენგსინისთან და „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის" გენერალურ დირექტორ თეა ახალაძესთან ერთად გახსნა. პროექტში, კომპანია "თბილისის ზღვის ჰოსპიტალმა", „ჰუალინგ ჯგუფთან" ერთად, 4,5 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და 447 ადამიანი დაასაქმა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობას, რომელსაც სამედიცინო მომსახურების მიღება ქალაქის სხვა რაიონებში უწევდა, ამიერიდან მაღალტექნოლოგიური კლინიკა საკუთარ რაიონში მოემსახურება. „ინვესტორი გახლავთ „ჰუალინგ ჯგუფი", რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორი. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან სწრაფად ვითარდება. ეს მრავალპროფილური ჰოსპიტალი ამ რაიონისთვის, ვაზისუბნის და ვარკეთილის მოსახლეობისთვის, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია. მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ასეთი ობიექტის არსებობა, რომელიც ამ მიდამოებში არ იყო და ახალია. აქ 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და თითქმის 5 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდა", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში ინვესტიციებს აფართოებს და ამის შესახებ მოლაპარაკებები 2014 წელს ურუმჩიში მისი ვიზიტისას გაიმართა. პრემიერმა ასევე გაიხსენა, ცოტა ხნის წინ, ჩინეთის პირველი ვიცე-პრემიერის წარმატებული ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც საუბარი ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეეხო. „უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან ბევრ ინვესტიციას უნდა ველოდოთ ჩინეთიდან. დღესაც, მე ვხვდები რამდენიმე ბიზნესჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც ლოგისტიკური და სატრანსპორტო ინვესტიციებით არიან დაინტერესებული. მინდა, ყველას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია. კიდევ არაერთი ასეთი ობიექტი გაიხსნება ამ მიდამოებში, რაც ძალიან სასიხარულოა", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)