ნარმანია: ქვეყნისა და ქალაქის სტაბილური, მდგრადი განვითარება ჩვენი მთავარი მიზანია
თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმს დაესწრო. ფორუმზე, რომელიც Forbes Georgia და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით გაიმართა, წარმოდგენილი იყო საინვესტიციო პროექტები სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, უძრავი ქონების, ლოგისტიკის და ეკონომიკის სხვა სფეროებიდან. ყაზახეთის 40-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში არიან მსხვილი ყაზახური კომპანიების მფლობელები.